Saturday, August 6, 2011

როგორ დავიცვათ ბუნება ადამიანების მავნე ზემოქმედებებისაგან


პროექტის სახელწოდება: როგორ დავიცვათ ბუნება ადამიანების მავნე ზემოქმედებებისაგან
პროექტის მთავარი იდეა: ბუნების დაცვა და ამკრძალავი ნიშნების გამოყენება.
პროექტის აქტუალობა:
1.      მოსწავლეები სწავლობენ როგორ დაისვენონ ბუნებაში ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ მას;
2.      განიმტკიცონ კომპიუტერის საშუალებით ინფორმაციის მოპოვების უნარ–ჩვევები;
3.      განიმტკიცონ წერის კულტურა;
4.      ისწავლიან პრობლემების მოგვარებისა და ცხოვრებაში გატარების უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები სწავლობენ პროექტზე მუშაობის უნარ–ჩვევებს.
·         ინფორმაციის მოპოვებას და დალაგებას.
·         დამოუკიდებლად და ჯგუფში მუშაობას.
·         მოსმენისა და სწავლის სწავლას უნარ–ჩვევებს.
·         აკრძალვის ნიშნების მომზადება.
·         საპრეტენზაციო პროგრამის შედგენას კომპიუტერის საშუალებით.
მოსწავლეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები დაამზადებენ   აკრძალვის ნიშნებს, რომელიც უნდა განთავსდეს ბუნებაში და რომელიც დაეხმარება ადამიანებს დაიცვან ბუნებაში მოქცევის ნორმები;  გაამზადებენ ტრიპლეტს, სადაც მოცემული იქნება ინსტრუქცია თითოეული ამკრძალავი ნიშნის შესახებ, აქვე მზადდება ზეპირი პრეზენტაცია  პროექტის აქტუალობის შესახებ; ბოლოს ეს პრესენტაცია აიტვირთება ინტერნეტში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, სურათები, ფერადი ფანქრები, კალამი, ფარგალი, სახაზავი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):პროექტი მზადდება ერთ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები ინაწილებენ სამუშაოს: მოიპოვებენ ინფორმაციას, ფოტომასალებს და ახარისხებენ მათ; ამზადებენ საპრეტენზაციო  პროგრამას; მზადება ამკრძალავი ნიშნების დასამზადებლად.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსული ენა, გეოგრაფია, ხელოვნება, მათემატიკა;ისტ–ი; თემა შეესაბამება ესგ 2010–2011 სასწ. წლის მოთხოვნებს.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ნიკოლაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: fefonini@gmail.com.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://fefonini.blogspot.com